შიხიაშვილი: უწმინდესმა მითხრა, სტალინი უკანასკნელი მართლმადიდებელი ხელმწიფეაო

მე უდიდეს პატივს ვცემ უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს და მის ნათქვამ სიტყვას ჩვენთვის ძალიან დიდი ფასი აქვს. უწმინდესი ყოველ 21 დეკემბერს პანაშვიდს უხდის სტალინს. მოიხსენიებს მის სულს. აქედან გამომდინარე, ვინც მტარვალი და ქვეყნის დამაქცევარია, უწმინდესი ეგეთ კაცს პანაშვიდს არ გადაუხდის. უწმინდესმა მითხრა, რომ ის იყო უკანასკნელი, ყველაზე დიდი მართლმადიდებელი ხელმწიფეო, მე მჯერა მისი. მე როდესაც საკრებულოს თავმჯდომარე ვიყავი, თბილისი დავამეგობრე ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქალაქ გუანჯოუსთან, რომელშიც 20 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. როგორ შვძელი, ეს მინდა გითხრათ. მოდის გუბერნატორი და მეუბნება - „გურზინ?“, მე ვუთხარი - „გრუზნი“, ჩამოვართვით ხელი. „ზა სტალინა“ - მეუბნება. მე ვუთხარი - „ზა მაუძედუნა“ და ჭიქა მივუჭახუნე. მეორე ჩასვლაზე საფერავს ზედ მივაწებე სტალინის სურათი გენერალ სიმუსის ფორმაში და ჩავუტანე 20 ბოთლი. ოთხ თვეში ხელშეკრულება გაფორმებული მქონდა, როცა წელიწადი უნდება, ჩინეთში ერთმა ფურცელმა წრე რომ დაარტყას. სტალინის სურათი რომ აიღო, ჯერ კოცნიდა, მერე გულში იხუტებდა და მერე ტიროდა. ისრაელში რომ ვიყავი, 6 მილიონი გარდაცვლილი, ნაწამები ებრაელის მუზეუმია. საშინელებაა, დაითრგუნები. გამოსავლელში არის სტალინის დიდი სურათი. მე ვუთხარი, ეგ სურათი რატომ გიკიდიათ-მეთქი? ეგ რომ არ ყოფილიყო, ებრაელის ხსენება არ იქნებოდა დედამიწაზეო. ასე რომ, ებრაელებს ისრაელში უკიდიათ სტალინის სურათი და გორში ძეგლმა რა დააშავა? მინდა გითხრათ, რომ დაყენებული მაქვს ეგ საკითხი (გორში სტალინის ძეგლის დაბრუნების) და პლუს თბილისში რომ მელიტონ ქანთარიას ძეგლი დაიდგას. კაცმა, რომელმაც წერტილი დაუსვა ომს. იმიტომ, რომ 70 წლის იუბილეა ფაშიზმზე გამარჯვების. პრემიერმინისტრის სურვილია და შესაბამისი კომისია შექმნილია, რომ მაღალ დონეზე ჩატარდეს ეს იუბილე და დიდი პატივი მივაგოთ იმ ვაჟკაცებს, რომლებმაც ეს საშინელი სენი გააჩერეს და დაამარცხეს დედამიწაზე.

თქვა ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი შიხიაშვილმა გორის კომბინატის კულტურის სახლში ვეტერანებთან შეხვედრის დროს, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა ვეტერანმა მას სტალინის ძეგლის გორის ცენტრში დაბრუნება თხოვა. გამოსვლის ვიდეოს qartli.ge აქვეყნებს.
მოკლე ბმული: