ლარის გაუფასურება

კაკაურიძე: ლარს მთავრობა ვერ უშველიდა, გაუფასურება საგარეო ფაქტორების ბრალია

ძალიან დიდი წილი, რამაც გამოიწვია სავალუტო კურსის ცვლილება, ეს იყო საგარეო ფაქტორები. ჩვენ ვიცით რეგიონში რა ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობაა. რუსეთიდან, უკრაინიდან, საბერძნეთიდან, ევროპიდან შემოდის უფრო ნაკლები დოლარი, ვიდრე ადრე შემოდიოდა. ძალიან სამწუხაროა, რომ ქვეყნის ვალუტა იყო დამოკიდებული გარკვეულწილად ამ ვალუტის შემოდინებაზე. სამწუხაროდ, ამ სიტუაციამ, რაც რეგიონში არსებობს, შექმნა ის მდგომარეობა, რომ ექსპორტიც უფრო ნაკლებია, ვიდრე ამას ჩვენ ვვარაუდობდით. სწორედ ეს არის ის ფაქტორები, რამაც კურსის ცვლლება გამოიწვია და, რა თქმა უნდა, ვერცერთი ხელისუფლება ვერ დაასტაბილურებს რეგიონში არსებულ მდგომარეობას და ვერ მოაგვარებს იქ არსებულ პრობლემებს.

აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ ტელეკომპანია იმედთან საუბრისას.

კომენტარები