პოლიციის დემორალიზაცია

უტიაშვილი: კრიმინალის ზრდა, პოლიციის დემორალიზება და ჩამოშლა შემდგარი ფაქტია

ის რომ პოლიციის დემორალიზება ხდება არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. ერთ ქალაქში დამნაშავე გარბის სასამართლოს სხდომის დარბაზიდან. მეორე ქალაქში სხდომის დარბაზში დამნაშავე მოსამართლეს და პროკურორს სცემს. ესეთი ამბები გვესმის ყოველდღე და ეს მხოლოდ იმის ნიშანია, რომ ხდება პოლიციის დემორალიზაცია, სისტემის ნგრევა. სამწუხაროა ის, რომ ამ პროცესის მსხვერპლი თითოეული ჩვენგანი გავხდებით, იმიტომ, რომ პოლიციის ჩამოშლა არცერთი კანონმორჩილი მოქალაქის ინტერესებში არ შედის. მესამე შინაგან საქმეთა მინისტრი გამოიცვალა ბოლო ორ წელიწადში და სამი გენერალური პროკურორი. რატომ ხდება ეს? კრიმინალის ზრდა და პოლიციის დემორალიზება უკვე შემდგარი ფაქტია, რომლის უარყოფას აზრი არ აქვს.

აღნიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, შოთა უტიაშვილმა, გადაცემა არჩევანში საუბრისას.

კომენტარები