პაატა ზაქარეიშვილი

ზაქარეიშვილი: ჩემპიონი მინისტრი ვარ, რომ ყოველთვის ვხვდები მოქალაქეებს

მე ჩემპიონი მინისტრი ვარ მაგაში, რომ ვხვდები როგორც წესი მოქალაქეებს. მე ადგილობრივებს ვხვდები ყოველთვის, პრობლემა არა მაქვს ადგილობრივებთან შეხვედრის, ყოველთვის დავდივარ... ჯარიაშენში არ ვყოფილვარ, იმიტომ, რომ არ ყოფილა ამის აუცილებლობა. ამიტომ, თუ ვინმეს აქვს რაღაც განწყობა, რომ არ ვხვდები, ჯერ ერთხელ მაინც დაასვენონ ენა.

განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა სოფელ ჯარიაშენის მოსახლეობის განცხადებაზე, რომ რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ზოლი კვლავ გადმოწიეს და მათ დამატებითი პრობლემა ექმნებათ. რუსთავი 2-ის ცნობით, ადგილობრივები მინისტრთან შეხვედრას და დახმარებას ითხოვენ.

კომენტარები