ქართული ეკონომიკა

ნამჩავაძე: დავკარგეთ 2 წელი, მიგვეღწია უკეთესი ცხოვრების დონისთვის

2013 წლის დასაწყისში არსებული პროგნოზით, 2013, 2014 და 2015 წლებში უნდა გვქონოდა 6 %-იანი ეკონომიკური ზრდა (ყოველწლიურად).

2013-ში გვქონდა 3.3% ეკონომიკური ზრდა, 2014-ში 4.7%, 2015-ში 5% უკვე საეჭვოა.

2014 წელს ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალს უნდა მიეღწია 4380 დოლარისთვის, ხოლო 2015 წელს 4870 დოლარისთვის (დაახლოებით მაკედონიის დღევანდელი დონისთვის).

2014 წელს ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალმა მიაღწია 3500 დოლარს (2013-ში 3600 იყო), 2015 წლის ბოლოს იქნება 3700 დოლარი (ოპტიმისტური გათვლით). 4800 დოლარს კი მიაღწევს 2017 წელს.

ასე დავკარგეთ 2 წელი, მიგვეღწია უკეთესი ცხოვრების დონისთვის. ასეთი ტემპით ევროკავშირის ყველაზე დაბალშემოსავლიანი ქვეყნის - რუმინეთის დღევანდელ დონეს (8600 დოლარი) მივაღწევთ დაახლოებით 20 წელიწადში. ევროზონის ყველაზე დაბალშემოსავლიანი ქვეყნის - ლატვიის (16 000 დოლარი) დონეს 35 წელიწადში.

წერს ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე Facebook-ში.

კომენტარები