ე.წ. კაბელების საქმე

ალასანია: პროკურატურაში ადეიშვილის მერე არაფერი გაუმჯობესდა, თუ არ გაუარესდა

მთელს საერთაშორისო საზოგადოებაში მძაფრად აყენებენ პრეტენზიას, რომ პროკურატურა არის საქართველოს სირცხვილი და სასწრაფოდ არის გასატარებელი რეფორმა. ადეიშვილის მერე არაფერი არ გაუმჯობესდა, თუ არ გაუარესდა პროკურატურაში. სიმართლე გითხრათ, გაუარესდა კვალიფიკაცია. არც ერთი საკადრო არჩევანი, რომელიც გააკეთა დე ფაქტო პრემიერმა ივანიშვილმა, არ იყო კვალიფიციური. ყველა იყო პოლიტიკურად ანგაჟირებული და დანიშნული. აქედან გამომდინარე, ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელების მიმართ ნდობა არ მაქვს. მე მთლიანად მინდა ჩამოვხადო ნიღაბი და ფარდა სქემას, რომლითაც პირდაპირ დე ფაქტო პრემიერი მართავს პროკურატურას პოლიტიკური მიზნებისთვის. საზოგადოებრივი აზრის მობილიზებას დავიწყებ, იმ ოჯახებთან ერთად, რომელთა წევრები ესე გაიმეტეს და უდანაშაულო ადამიანები პოლიტიკურ მოწინააღმდეგეზე თავდასხმის გამო ციხეში ჰყავთ გამოკეტილი.

აღნიშნა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ, გადაცემა არჩევანში საუბრისას.

კომენტარები