ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი: აქედან გაასწრო სააკაშვილმა და შეიძლება უკრაინას ვერ გამოასწროს

ყველაზე შემაშფოთებელი ჩვენთვის და ქართველების უნდა იყოს ის, რომ რამეთუ ჩვენ ვიცით სააკაშვილი ვინაა და ვინ არის ადეიშვილი, რომ მათი ხელწერა არ დაბრალდეს საქართველოს და ქართველობას და არ მოხდეს ის, რომ აქედან გაასწრეს ადეიშვილმა და სააკაშვილმა და უკრაინას შეიძლება ვერ გამოასწრონ. ერთმა მეგობარმა მითხრა ეს და ძალიან მომეწონა ფრაზები, რომ აქედან გაასწრეს, მაგრამ უკრაინელებს ალბათ ვეღარ გაასწრებენო. თუ ისეთივე ხელწერით და სხვა ხელწერა ამათ არ იციან, გააგრძელებენ და სხვა არ იცის სააკაშვილმა. თქვენ გახსოვთ, რომ ის ტრაგედია რაც 2008 წელს მივიღეთ მის შეცდომებში ზის. ძალიან დიდი წვლილია იმ ტრაგიზმში, რაც რაც საქართველომ გადაიტანა 2008 წლის ომში. და ამ დროს, როდესაც ეს კაცი იქ მრჩევლად აჰყავთ, რა თქმა უნდა, სახიფათოა ეს ყველაფერი. სახიფათოა მრავალმხრივ. ჩვენ განვიცდით უკრაინულ სახელმწიფოს, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს ბედს და პერსპექტივას და ჩვენ გვინდა, რომ მას ყველაფერი კარგად ჰქონდეს. ასეთი კაცის მრჩევლობა, რა თქმა უნდა, შეშფოთებას იწვევს, მაგრამ ძალიან ტრაგიკულადაც ნუ დავხატავთ. მე რაც შეიძლებოდა მძაფრი ანალიზი გავაკეთე.

განაცხადა კვირის პალიტრისთვის მიცემულ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები