ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი: ექსპერტებთან პრეტენზია მაქვს და მექნება, რადგან ცრუანალიზს აკეთებენ

როდესაც ვამბობ, რომ ზოგიერთი ექსპერტის შეფასებები შესაძლოა, სიცრუე იყოს და ამაზე რეაგირება გვექნება, ამბობენ, როგორ ბედავსო. მედიაზე იტყვი რამეს და, არიქა, თავისუფალ სიტყვაზე ზეწოლააო. არადა, დღეს გვყავს მთავრობა, რომელსაც მედიასთან შეხება არა აქვს და ვისაც რა უნდა, იმას აკეთებს. ეს ასეც უნდა იყოს. ექსპერტებთან კი პრეტენზია მაქვს და მექნება, რადგან ექსპერტობაზე დებენ თავს და ცრუანალიზს აკეთებენ. მათ ამაზე რომ მივუთითებ, რატომღაც ძალადობად თვლიან. ასე, "რუსთავი 2"-მაც შეიძლება ჩათვალოს ის ძალადობად, რომ მათ სიცრუეს სიმართლეს დავუპირისპირებთ, ცრუანალიზს კი ობიექტური ანალიზით ვუპასუხებთ და ეს მიუღებლად რატომ მიაჩნიათ და რატომ ამტვრევენ ღია კარებს?

განაცხადა ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კვირის პალიტრასთან ინტერვიუში.

კომენტარები