ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი: მცდარია მოსაზრება, თითქოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა არასწორია

ბანკის სპეციალისტები ვალდებული არიან, პენსიონერს თუ ბიზნესმენს, რომელიც მათთან იპოთეკური სესხის გამოსატანად მიდის, რისკები დეტალურად განუმარტონ. იპოთეკით დაზარალებულთა დიდი ნაწილი ბანკში სახლს მარტივად დებდა და კრედიტს იღებდა, თუმცა, მოგვიანებით, როცა საქმე სახლის გაყიდვამდე მიდიოდა, შოკში ვარდებოდნენ. ასეთი რისკები თავშივე გაცნობიერებული არ ჰქონდათ. რა თქმა უნდა, აქაც გამოცდილება და თუ გნებავთ, განათლებაც გვაკლია. მინიშნება კი ამაზე შეურაცხმყოფელი არ არის. რაც შეეხება ლარის კურსს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ტრაგიკული არაფერი ხდება. ყველა ვალუტა მეტ-ნაკლებად მერყეობს. მაგალითად, ევრო შვეიცარიულ ფრანკთან მიმართებაში 35%-ზე მეტით გაუფასურდა და ვისაც კრედიტი ჰქონდა აღებული, საკმაოდ დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. ბუნებრივია, ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს, განმარტებები გააკეთოს და შესაბამისადაც იმოქმედოს, მაგრამ მცდარია მოსაზრება, თითქოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა არასწორია.  

განაცხადა საქართელოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კვირის პალიტრასთან საუბარში.

კომენტარები