საქართველოს ეკონომიკა

ჯაფარიძე: თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმება გაფორმდა და ექსპორტი მაინც შემცირდა

ექსპორტი მცირდება არა მხოლოდ უშუალო მეზობელ ქვეყნებთან, არამედ ევროკავშირის ქვეყნებთან მიმართებითაც. 2014 წელს ევროკავშირთან ექსპორტი შემცირდა 2%-ით, ხოლო თუ ავიღებთ 2014 წლის მხოლოდ ბოლო, მეოთხე კვარტალს, ევროკავშირთან ექსპორტი შემცირებულია 31%-ით. ალბათ რთულად მოიძებნება დედამიწაზე ხელისუფლება, რომელიც გააფორმებდა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას და ამის შემდეგ მიაღწევდა ექსპორტში ვარდნას, ნაცვლად იმისა, რომ გაზრდილიყო. 

განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

კომენტარები