მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ

სააკაშვილი: მწამს ღმერთის, მაგრამ არა ანაფორას შეფარებული ფარისევლების

მე ბავშვობიდან გავიზარდე ასე. მე მწამს ღმერთის, მაგრამ არ მწამს ძალიან ბევრი ფარისევლის, ვინც შეფარებულია ანაფორას და რუსეთის სახელით ქადაგებს, იმიტომ, რუსეთმა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალია გააუქმა 1811 წელს და აფხაზეთში ჩვენს ეკლესიებს რა უშვრება, ყველამ კარგად ვიცით. როცა ამ რუსეთის სახელით ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი ვიღაც კინტო ეკლესიის სახელით გვაწვება ჩვენ, და ამ დროს ზუსტად ვიცი, თვითონ არაფრის არ სჯერა, რაზეც ლაპარაკობს. ამაზეც მიხდება ლაპარაკი, რომ ამდენი სიყალბეა. ამ სიყალბესა და სიმართლეს შორის წყდება ბევრი რამ საქართველოში. 

განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა რუსთავი 2-ის ეთერში

კომენტარები