უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე

გვენეტაძე: შევარდნაძის ეპოქაშიც შევძელი თვითრეალიზაცია

ეპოქა იყო შევარდნაძის - ამას ისტორიულად ვერ უარვყოფთ, მაგრამ მე მაშინ წარდგენილი ვიქენი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის რანგში, როგორც სამართლის გამოჩენილი სპეციალისტი იმ რეფორმატორების მიერ, რომლებიც მაშინ მართლმსაჯულების რეფორმას ახორციელებდნენ. მათ შორის იყო შემდგომი ჩვენი პრეზიდენტი და ყოფილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ბატონი ლადო ჭანტურია. პრეზიდენტთან სწორედ მათი რეკომენდაციით ვიყავი წარდგენილი. ასე რომ, იმ ეპოქაშიც კი, რომელსაც შევარდნაძის ეპოქა უწოდა ისტორიამ, მე ნამდვილად ვიყავი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მოსამართლე. მიუხედავად იმისა, რომ იმ ეპოქას ჰქონდა თავისი ნაკლი, თავისი პრობლემებიც, მე ნამდვილად შევძელი თვითრეალიზაცია, როგორც მოსამართლემ. ამაზე მეტყველებს ჩვენს მიერ გამოტანილი არაერთი გადაწყვეტილება, რომელმაც დროსაც გაუძლო და ისტორიასაც. განსაკუთრებით ამის გადასამოწმებლად გამოდგება სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრებულ საქმეთა რაოდენობა და ჩვენი გადაწყვეტილებების სტაბილურობა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად პრეზიდენტმა პარლამენტს ნინო გვენეტაძე წარუდგინა.

კომენტარები