მთავრობის გადაყენება

ცაგარეიშვილი ალასანიას განცხადებაზე: ენმ-სთან არავითარი გარიგება არ მოხდება

ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი, ამას სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით. სამოთხის კართან რომ გზა გადიოდეს მისასვლელი მიხეილ სააკაშვილზე, მე ამას არასოდეს არ გავაკეთებ და არ გააკეთებს არცერთი თავისუფალი დემოკრატი. ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით მე, ამ ქვეყნის მოქალაქე და პარლამენტის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი. არავითარი შეთანხმება არასოდეს, სანამდე მე ცოცხალი ვარ, როცა მოვკვდები, მერე რა შეთანხმებაც უნდა, ვისაც უნდა, იმან გააფორმოს... სანამ მე ცოცხალი ვარ, ნაციონალურ მოძრაობასთან არ მოხდება... მე ვფიქრობ, არასწორად იყო გაგებული ბატონი ირაკლის ეს განცხადება. არავითარი გარიგება, არასოდეს, ნაციონალებთან არ მოხდება. შეგიძლიათ ეს გადაამოწმოთ ჩემი პარტიის სხვა წევრებთან. ასე ვივარაუდოთ, რომ ირაკლი ალასანია სხვა რამეს გულისხმობდა. წარმოუდგენელია იმ ხალხთან, რომელმაც სული ამოაძრო ამ ქვეყანას ცხრა წლის მანძილზე, რაიმე სახის გარიგება. 

განაცხადა ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა ენმ-სთან ერთად მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებაზე. ცნობისთვის, ირაკლი ალასანიამ გადაცემა თეორემაში კითხვაზე, მთავრობისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად ხომ არ გაერთიანდება ენმ-სთან და იმუშავებს 18 დეპუტატის გადმობირებაზე, განაცხადა, რომ გამორიცხული არაფერია.

კომენტარები