პარლამენტის ვიცესპიკერის პოსტი

აბაშიძე: ძალიან მიხარია, რომ ქართული ოცნება ძლივს რაღაცაზე შეთანხმდა

ძალიან მიხარია, რომ ქართული ოცნება ძლივს ზოგადად რაღაცაზე შეთანხმდა. მთელი რიგი პრობლემებია ქვეყანაში და ვერ თანხმდებიან, როგორ მართონ ქვეყანა. არის რაღაც საკითხი, რომელიც უკავშირდება ზურაბ აბაშიძეს და როგორც იქნა, ქართულმა ოცნებამ მიაღწია შეთანხმებას

ასე აფასებს ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების წევრი ზურაბ აბაშიძე ვიცესპიკერობიდან მისი გადაყენების გადაწყვეტილებას. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აბაშიძეს ქართული ოცნება - ეროვნული ფორუმის წარმომადგენელი გუბაზ სანიკიძე ცვლის.

კომენტარები