ირაკლი ალასანია

ალასანია: ივანიშვილი პოლიტიკაში აბსოლუტურად უუნარო აღმოჩნდა

...[ივანიშვილმა] დაიწყო მთლიანად გადართვა წარსულზე, როდესაც დაწყო არასწორი ილეთები. იგივე ილეთები, რითაც სააკაშვილი მართავდა ქვეყანას. გადმოიბარეს იგივე კუდი, გადაარქვეს „სოდი" [სუს-ი]. დავდივარ რეგიონებში და ყველგან გვეუბნებიან, რომ ვერ იღებს გადაწყვეტილებას ვერც არეული მერი, ვერც არჩეული გამგებელი, თუ სუს-ის წარმომადგენელს არ დაურეკეს. ეს არის თვითმმართველობა, ამისთვის ვიბრძოდით ჩვენ 2012-ში? არა. ამიტომ, გავაყოლებთ ამ წარსულს თავად ბიძინა ივანიშვილსაც 2016 წელს. მაგრამ, მანამდე ან საერთოდ უნდა დაანებოს პოლიტიკას თავი, ან მოვიდეს და აიღოს პასუხისმგებლობა თავად. იმიტომ, რომ ასე კულუარულად მართვა, როდესაც ვითომ არაფერო არ გეხება და სინამდვილეში ყველაფერს შენ წყვეტ, არის უსამართლობა. ეს არის საკუთარი ხალხის დაცინვა და ამ ცინიზმს საზოგადოებას მას არ აპატიებს... ბიძინა ივანიშვილი არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ როდესაც ოლიგარქი, ბიზნესმენი, რომელმაც წარმატებას მიაღწია ბიზნესში, აბსოლუტურად უუნაროა პოლიტიკაში და აბსოლუტურად არ აქვს სახელმწიფოებრივი ინსტინქტები. ამის გამო ის პოლიტიკაში არ უდნა იყოს.

თავისუფალ დემოკრატთა ლიდერი ირაკლი ალასანია ბიძინა ივანიშვილის შესახებ, ტელეიმედის გადაცემა რეაქციაში.

კომენტარები