ეკონომიკური ზრდა

კვირიკაშვილი: 2015 წელს ეკონომიკური ზრდა 2-2.5%-ის ფარგლებში უნდა ვივარაუდოთ

პრემიერთან ერთად ჩვენ ვიმსჯელეთ მოსალოდნელ ზრდაზე, გავაკეთეთ სტრესტესტები ყველა მიმართულებით - ექსპორტის, ფულადი გზავნილების, ტურიზმის მიმართულებით. ასევე მინდა გითხრათ, რომ იმპორტი უკვე იწყებს კორექტირებას და ამასაც, რა თქმა უნდა, ექნება ორივე მხრივ ზეგავლენა - ერთის მხრივ, სავალუტო დაწოლის კუთხით ლარის კურსზე და მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ ზრდაზეც. ვინაიდან ეს მოხმარებას ეხება. ამიტომ ვფიქრობ, რომ დაახლოებით 2-დან 2.5%-ის ფარგლებში უნდა ვივარაუდოთ, რომ იქნება ეკონომიკური ზრდა, რეალური ზრდა მაქვს მხედველობაში 2015 წლის განმავლობაში.

ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი P.S.-ის ეთერში.

კომენტარები