საქართველოს ეკონომიკა

ხადური: სავალუტო ფონდისგან ჩვენ სესხის აღებას არ ვაპირებთ

სავალუტო ფონდისგან ჩვენ სესხის აღებას არ ვაპირებთ. წინა კვირას ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ სავალუტო ფონდთან შეიძლებოდა ყოფილიყო კომუნიკაცია, რომ სხვა დონორებისგან აგვეღო სესხი. ჯერჯერობით, ვმუშაობთ. ეს არის კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიბმული თანხები. ეს არ არის თანხები, რომლებიც ბიუჯეტში წავა, ანუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მსოფლიო ბანკისგან, აზიის განვითარების ბანკისგან, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკისგან მივიღოთ დამატებითი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის შესაძლო დაფინანსება.

განუცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

კომენტარები