საქართველოს ეკონომიკა

ბოკერია: ეს უპასუხისმგებლობა ნაწილდება უნებისყოფო პრეზიდენტზეც

მაშინ, როცა ქვეყანა ეკონომიკური უფსკრულისკენ მიექანება, ივანიშვილის მთავრობა, საპარლამენტო უმრავლესობა და პრეზიდენტი თანხმდებიან იმაზე, რომ არ სურთ, პარლამენტმა იმსჯელოს ამ კრიზისიდან გამოყვანის გზაზე და იმ კონკრეტულ გეგმაზე, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას აქვს. ეს არის ამ პოლიტიკური გუნდის განაჩენი. ეს უპასუხისმგებლობა ნაწილდება ყველა ფიგურაზე, პირველ რიგში ივანიშვილზე, მაგრამ ამ შემთხვევაში, უნებისყოფო პრეზიდენტზეც. 

განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივანმა გიგა ბოკერიამ პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე რიგგარეშე სხდომის არგამართვის შესახებ.

კომენტარები