უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატები

ბოკერია: არ მესმის, გვენეტაძის რეპუტაციის ადამიანს როგორ უნდა დაუჭირო მხარი

ყველა იმ ადამიანმა და პრეზიდენტმა პირველ რიგში, მაგრამ დეპუტატებმაც პასუხი უნდა გასცენ მარტივ კითხვას - რატომ უჭერენ მხარს იმ კანდიდატს, ასეთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე, ვგულისხმობ ქალბატონ გვენეტაძეს, რომელიც ითხოვდა ჟურნალისტების დაჭერას პროკურატურისგან, როდესაც ის იყო მოსამართლე და ითხოვდა ჟურნალისტების დაჭერას იმისთვის, რომ ისინი ამხელდნენ მექრთამეობას სასამართლოში. ამ რეპუტაციის ადამიანს როგორ და რატომ უნდა დაუჭირონ მხარი, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ პოლიტიკურ გუნდს ეკუთვნიან ისინი, ამ კითხვას პასუხი უნდა გასცენ.

ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა გიგა ბოკერიამ უზენასი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატზე, ნინო გვენეტაძეზე საუბრისას განაცხადა

კომენტარები