ეკონომიკური კრიზისი

ასლი: ივანიშვილი პირადად არის პასუხისმგებელი ქვეყანაში ეკონომიკურ კრიზისზე

ყურადღებით მისმინეთ:

ბიძინა ივანიშვილი პირადად არის პასუხისმგებელი ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ კრიზისზე და არავინ სხვა! მან აირჩია ხელისუფლების თითოეული წევრი და ყოველი მათგანი მის ინსტრუქციას მიჰყვება, მის სურვილებსა და ხედვას. ხელისუფლებამ ორი წლის მანძილზე მიიღო ბიზნესისთვის შემაფერხებელი კანონები და პოპულისტური პროგრამა ბიძინა ივანიშვილის ხედვით და ბიუჯეტის ფული გაანიავეს სტერილურ სოციალურ და აგრარულ პროგრამებსა და სხვა სისულელეებზე. ბიზნესსაზოგადოებამ ათჯერ გააფრთხილა ხელისუფლება არასწორი პოლიტიკის საფრთხეებზე, რათა არ გაეტარებინათ ის. მიმდინარე კრიზისის ეროვნული ბანკის პრეზიდენტისთვის გადაბრალება, რომელიც ნამდვილი პროფესიონალია, არის საცოდაობა და მიუთითებს ხელმძღვანელობის არაკომპეტენტურობაზე. პირველი, რაც ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს, არის ის, რომ აღიაროს თავისი შეცდომები და მოაგვაროს. იმის ნაცვლად, რომ მესამე მხარე დაადანაშაულოს. საცოდაობაა!!!!!

ბიზნესმენი ფადი ასლი ქვეყანაში ეკონომიკურ კრიზისზე.

კომენტარები