ლარის კურსი

ხიდაშელი ლარის კურსზე: ეროვნული ბანკი ხალხში პანიკას თესავს

ამ შემთხვევაში, როგორც მომხმარებელმა და მოქალაქემ, შემიძლია ვთქვა, რომ ნებისმიერ ქვეყანაში კურსის ასეთ მასშტაბურ რყევაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის პანიკა. ეროვნულმა ბანკმა დიდი როლი ითამაშა პანიკის შექმნაში. ჯერ ერთი იმიტომ, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დადუმებული იყო და მისგან ერთი ოპტიმისტური განცხადება არ მოგვისმენია. არადა, იმისათვის, რომ პანიკა არ შეიქმნას, საჭიროა დამაჯერებელი განცხადებები და ქმედებები, შესაბამისი რეგულატორის მხრიდან. იმის ნაცვლად, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პანიკას ებრძოდეს, ის გუშინ გამოვიდა და პანიკის დათესვაში ახალი ფურცელი გადაშალა, როცა თქვა, რომ ქვეყანაში იმპორტი შემცირდება. აღნიშნული საკითხი მას საერთოდ არ ეკითხება და ვურჩევდი, მიხედოს იმ მოვალეობას და ვალდებულებას, რაც ეკისრება. გარდა ამისა, როცა ბაზარზე დეფიციტია, მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუ რა ფორმით პასუხობ დეფიციტს და რამდენად ადეკვატური ხარ პასუხში. ვფიქრობ, ეროვნული ბანკი აქაც არაადეკვატური იყო

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა IPN-თან ლარის კურსის თემის კომენტირებისას განაცხადა

კომენტარები