ლარის გაუფასურება

ივა დავითაია: ინვესტიციებზე მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივებმა იმოქმედა

ცხადია, გულუბრყვილოები უნდა ვიყოთ, რომ არ ვახსენოთ გარე ფაქტორები. მათ აქვთ თავიანთი წონა, მაგრამ... მთავრობის მიერ გაკეთებულ განცხადებები და საკანონმდებლო ინიციატივები, ნებისმიერი ნაბიჯი აღიქმება როგორც სიგნალი გარესამყაროსთვის.... როცა მთავრობის მხრიდან გამოდის ასეთი კანონპროექტები, როგორც უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის მიყიდვის აკრძალვის შესახებ, რომელიც, ჩემი აზრით, ძალზე უარყოფით გავლენას იქონიებს ინვესტიციების შემოდინებაზე. საიმიგრაციო პოლიტიკის უცნაური გამკაცრება, რომელიც არა მარტო ტურისტულ ნაკადებზე, არამედ პირდაპირ ინვესტიციებზეც გავლენას ახდენს... შთაბეჭდილება რჩება, რომ ერთგვარი დისკოორდინაცია არის სამთავრობო რგოლებს შორის...

კომპანია Free Land ჰოლდინგის მმართველი პარტნიორი ივა დავითაია ლარის გაუფასურების მიზეზების შესახებ ტაბულას ეთერში, გადაცემაში - თეორემა.

კომენტარები