ლარის კურსის ვარდნა

ბოკერია: ივანიშვილს ერთადერთი გეგმა აქვს - პრობლემების სხვაზე გადაბრალება

ორი წელია, ივანიშვილი და მისი გუნდი ანგრევენ საქართველოს ეკონომიკას და სახელმწიფო ინსტიტუტებს და ის, რაც დღეს ხდება, სწორედ ამ პოლიტიკის შედეგია. ახლა ივანიშვილი და მისი მთავრობა იმის ნაცვლად, რომ ანტიკრიზისულ გეგმაზე მუშაობდნენ, როგორც გუშინ გავარკვიეთ, ერთადერთი გეგმა აქვთ - სხვაზე გადაბრალება ამ პრობლემების. ორი კვირის წინ გვეუბნებოდნენ, ყველაფერი წესრიგშიაო, ახლა სხვისკენ იშვერენ ხელს. გადაბრალება საქმეს არ უშველის, ჩვენ გვჭირდება გადასახადების დაწევა, ბიუროკრატიის შემცირება და დერეგულირება, რათა სამუშაო ადგილები შეიქმნას, შემოსავლები გაიზარდოს და ლარი დასტაბილურდეს. თუ ივანიშვილი ამას არ გააკეთებს, მას ქართული საზოგადოება სახლში გაუშვებს დემოკრატიული გზით.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივანმა გიგა ბოკერიამ ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი განცხადება შეაფასა, რომლითაც ყოფილმა პრემიერმა სავალუტო კრიზისში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე დაადანაშაულა.

კომენტარები