საქართველოს რკინიგზა

ჯაფარიძე: მნიშვნელოვანია, რკინიგზის კონტროლი რუსეთმა არ ჩაიგდოს ხელში

ზოგადად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აქტივების პრივატიზაცია სწორია, თუმცა, ამ შემთხვევაში პრინციპულად მნიშვნელოვანია, არ მოხდეს რკინიგზის კონტროლის რუსეთის ხელში ჩავარდნა, იმიტომ, რომ რუსეთს აქვს ღიად გაცხადებული, დეკლარირებული მიზანი, რომ ის აკონტროლებდეს სამხრეთ კავკასიაში სარკინიგზო ქსელს, ამიტომ მნიშვნელოვანია, ოკუპანტ სახელმწიფოს არ ჩაუვარდეს ხელში. ეს შეიძლება გამოყენებულ იქნას საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ.

განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივაზე, რომ საქართველოს რკინიგზის 25%-იანი წილი გასხვისდეს.

კომენტარები