TI-ს კვლევა

საგანელიძე TI-ის კვლევაზე: 20 მილიონი ბევრია თუ ცოტა, ვერ გეტყვით

მე ნამდვილად ვერ გეტყვით, ეს თანხა ბევრია თუ ცოტა, ორი მიზეზის გამო. ერთი რომ ძალიან კარგად მესმის, რომ საქართველოში უნდა ჩამოვიდეს ძალიან ბევრი სტუმარი და ალბათ დამემოწმება მოსახლეობა, რომ ძალიან კარგია, როცა საქართველოს მიმართ ინტერესი არსებობს, ჩამოდიან სახელმწიფო მოხელეები, დელეგაციები. ხომ კარგია, რომ მოდიან. ისიც გვიხარია, რომ ჩამოდიან და სხვადასხვა ქალაქებში მიდიან, ეცნობიან სიტუაციას, ეს იქნება ეუთო, ევროსაბჭო, ნატო, ბისეკი, პაპსეკი და ა.შ. შესაბამისად მიმაჩნია, რომ ქართველები ვართ და არა ვიღაც გადამთიელები, რომლებიც, სტუმარი რომ ჩამოდის, არ უნდა მიიღო. ამიტომ 20 მილიონი ბევრია თუ ცოტა, ვერ გეტყვით, რამდენი კაცი იყო, რამდენი სუფრა გაიშალა, რამდენმა ისადილა, რამდენმა ივახშმა და რამდენი დღე გაატარა საქართველოში, მოდი ამაზე გაყავით და ციფრი მერე მითხარით.

ასე გამოეხმაურა დავით საგანელიძე TI-ს კვლევას, რომლის მიხედვითაც 2013-2014 წლებში სარესტორნო და სასტუმრო მომსახურებაზე გაწული ხარჯი 20 მილიონ ლარს აღემატება

კომენტარები