ბორის ნემცოვის მკვლელობა

ღარიბაშვილი: შეძრული ვარ ერთ-ერთი თვალსაჩინო რუსი პოლიტიკოსის მკვლელობით

შეძრული ვარ იმ საზარელი ტრაგედიით, რომელიც მოსკოვის ცენტრში დატრიალდა - მოკლულია ერთ-ერთი თვალსაჩინო რუსი პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი. კატეგორიულად ვგმობ ამ საშინელ ძალადობას, იმედს ვიტოვებ, რომ ასეთი სასტიკი დანაშაულის ჩამდენები გამოაშკარავდებიან და პასუხს აგებენ კანონის წინაშე. ვიზიარებ მისი ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას და თანავუგრძნობ რუს ხალხს. 

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მკვლელობას გამოეხმაურა.

კომენტარები