გიგაური ახალ დეპარტამენტზე: მნიშვნელოვანია, კონკრეტულად გაიწეროს კრიტერიუმები

ძალიან მნიშვნელოვანია, კონკრეტულად გაიწეროს ის კრიტერიუმები, თუ როგორ შეარჩევენ საქმეებს. ასევე მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს თუ რა პრინციპით შეირჩევა ის გამომძიებლები და პროკურორები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ და რომლებიც იმუშავებენ ამ დეპარტამენტში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, გამჭვირვალობის რა სტანდარტები იქნება შემუშავებული.

განაცხადა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შექმნაზე. ახალი დეპარტამენტი საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს და ორიენტირებული იქნება 2012 წლის 1 ოქტომბრიდან მთავარ პროკურატურაში შესულ საჩივარ-განცხადებებზე.

კომენტარები