ლარის კურსის ვარდნა

ნამჩავაძე: მთავრობის პრობლემა იყო, თავისი ხელით სურდა განევითარებინა ეკონომიკა

ხელისუფლების მთავარი პრობლემა იყო ეკონომიკურ ხედვაში. მთავრობას ჰქონდა წარმოდგენა, რომ თავისი ხელით განევითარებინა ეკონომიკა. ეს შეიძლება ხალხს კარგი ჰქონია, აბა სხვანაირად როგორ უნდა იყოს? სწორედ ამაში იყო მთავარი პრობლემა: უკეთეს კლინიკებს გავაკეთებთ, უკეთესი დაზღვევა იქნება, წიგნებს ჩვენ დავბეჭდავთ, ფოსტას ჩვენ დავარიგებთ, სახელმწიფო უნივერსიტეტებს უფრო უნდა დავეხმაროთ, ვიდრე კერძოს. კიდევ იყო სხვა მსგავსი მომენტები, სადაც ისე შევიდა სახელმწიფო, რომ კერძო სექტორი მოხვდა დისკრიმინაციულ სიტუაციაში. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ სკოლის წიგნების დარიგება კარგია, იმიტომ, რომ 100 ათასმა მშობელმა იხეირა და 500-მდე ადამიანი დაზარალდა, ვინც ამ ბიზნესის უკან დგას. მაგრამ, სამართლიანობა უნდა დავაყენოთ წინ. ის, რომ ასმა მოიგო და ერთი დაზარალდა, არც ეფექტურია და არც სამართლიანი. ისე შედის სახელმწიფო ბიზნესის კეთებაში, რომ კერძო სექტორს ზოგან აჩერებს, ან აყენებს ცუდ მდგომარეობაში. კიდევ კარგი, სახელმწიფო ბანკი არ გააკეთეს. იმედია, ამ იდეას აღარ დაუბრუნდებიან.

 

აღნიშნა ეკონომისტმა ბესო ნამჩავაძემ ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები