აშშ-საქართველო

უსუფაშვილი: უზნეობა იქნება, ვითხოვოთ, უკრაინამდე საქართველოს საკითხი განიხილონ

ეს იქნებოდა ჩემი აზრით, ადამიანური და პოლიტიკური უზნეობა, რომ ჩვენ, ქართველებს გვეთქვა ამერიკელებისთვის, რომ დღეს ჯერ საქართველოს პრობლემები განიხილეთ და მერე უკრაინის... რომ დღეს ჯერ საქართველო შეიტანეთ დღის წესრიგში და მერე უკრაინის... ეს იქნებოდა პოლიტიკური უზნეობა და თუ ვინმე ამას ელის, მე ამის გამკეთებელი არ ვარ. იმიტომ, რომ დიახ, დღეს უკრაინაში იხოცება ხალხი, დიახ, დღეს უკრაინაშია ომი, დიახ, დღეს საქართველო ეხმარება უკრაინას და ჩვენ ვინმეს ვთხოვოთ, რომ უკრაინა გვერდზე გაწიეთ და საქართველოზე ილაპარაკეთ? ამას არ გავაკეთებთ, ვისაც უნდა, გააკეთოს.

განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ვაშინგტონში ქართველი ჟურნალისტების კითხვაზე, რომ აშშ-ში გამართულ შეხვედრებზე არაპოლიტიკურ წრეებთან, საქართველო ისე აქტიურად აღარ არის განხილვის თემა. ჟურნალისტებზე უსუფაშვილს ჰკითხეს, არის თუ არა არასაკმარისი მუშაობის ბრალი.

კომენტარები