ენმ: ქართული ოცნება სახელმწიფოს ხარჯზე აფინანსებს თავის და ბურჯანაძის პარტიას

ეკონომიკური კრიზისის პერიოდში, როდესაც ხალხი დაუსაქმებელია და არის უდიდესი გაჭირვება, ქართული ოცნების წარმომადგენლები გარდა იმისა, რომ სახელმწიფოს ხარჯზე იღებენ პრემიებს, ისინი ფაქტობრივად გადართული არიან, სახელმწიფო ხარჯზე დააფინანსონ თავისი პარტია და თავისი სატელიტი პარტია - ნინო ბურჯანაძის პარტია. მეორე მხრივ, ისინი პარტიაშიც კი მხოლოდ საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებით არიან დაკავებული და აქაც არ აინტერესებთ ჩვეულებრივი ხალხის ბედი.

განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ლევან თარხნიშვილმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, ქართულმა ოცნებამ 2014 წელს ექვს მილიონ ლარზე მეტი შემოწირულება აიღო. მეორე ადგილზე ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობაა 342 053 ლარით. ენმ-მ შემოწირულებების სახით 2014 წელს 299 819 ლარი მიიღო.

კომენტარები