21 მარტის აქცია

ქანთარია: სირცხვილია 21 მარტს აქციაზე გასვლა მიზეზით, რომ რაიმე გაწუხებთ

არ მქონდა დღეს დაგეგმილი გამოსვლა, საერთოდ ყოველ ოთხშაბათს გამოსვლა, ვფიქრობ, რომ არც არის მიზანშეწონილი - რომ არა ნაციონალური მოძრაობის მორიგი, დღევანდელი Boogie-Boogie. ნაციონალური მოძრაობის მიტინგზე ნუ იკადრებთ გამოსვლას, ჩემო ძვირფასებო. ეს მართლაც იქნება ძალიან სამარცხვინო. მართლა ვფიქრობ, რომ სირცხვილია, ვინც 21 მარტს დააპირებს გამოსვლას მხოლოდ იმიტომ, რომ რაიმე აწუხებს და მას პრობლემა აქვს. თქვენ უნდა დაუდგეთ მათ გვერდზე, ვინც ეს პრობლემები ძირითადად შეგიქმნათ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია დღევანდელ პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები