ხელისუფლება და ოპოზიცია

ქანთარია ენმ-ს: ერთი წელი, წელიწადნახევარი გაისუსეთ საერთოდ

ერთ ასეთ უფასო რჩევას მოგცემდით - ხშირად ამბობთ, "რაც კი ხდება, ყველაფერი ჩვენ გვბრალდება, ჩვენ გვაბრალებენ". ამიტომ კარგი იქნებოდა, რა ვიცი, დაფიქრდით - რაღაც გარკვეული დროის მანძილზე - ერთი წელი, წელიწად-ნახევარი, შეიძლება, უფრო ცოტაც, გაისუსოთ საერთოდ, დაავიწყოთ ხალხს სახე იმიტომ, რომ აღიზიანებთ, ბუნებრივია, მათ თქვენ. დღიურები აწარმოეთ, შენიშვნები ჩაწერეთ, ყველაფერი ეს გაამზადეთ და შემდეგ გაცილებით უფრო შეგეძლებათ თქვათ, რომ "ესენი ისევ ჩვენ გვაბრალებენ". რაც შეეხება წარა-მარა ყოფილ პრემიერზე, ბიძინა ივანიშვილზე ლაპარაკს, თითქოს ის ვინმეს ჯიბეში ძვრება - მართლა სირცხვილი აღარა გაქვთ? რაც იმას გაუკეთებია ქვეყნისთვის, იმის მეასედი სიზმარშიც კი არ გაგიციათ, ხალხო, არათუ სერიოზულად. თქვენ ახლა ამას რომ ამბობთ, როგორ ფიქრობთ, ამის დამჯერი არის ჩვენი მოსახლეობა? რომელიც ხედავს იმ გაკეთებულ საქმეებს, რომლებიც ამ კაცმა თავის ქვეყანას გაუკეთა და არაფერი იქიდან არ წაუღია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია დღევანდელ პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები