საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF)

ვოლსკი: სტაბილურობისთვის, IMF-ს ეროვნულ ბანკზე ასეთი განცხადება უნდა გაეკეთებინა

უნდა გაითვალისწინოთ, რომ სავალუტო ფონდის ნებისმიერმა განცხადებამ, ისევე როგორც პოლიტიკური ლიდერის ნებისმიერმა განცხადებამ, შეიძლება ამ საბაზრო ეკონომიკის პირობებში რყევა გამოიწვიოს და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს სწორედ ასეთი განცხადება უნდა გაეკეთებინათ, რომ აქ არავითარი მძიმე მდგომარეობა, მომავალში ყოველ შემთხვევაში, იმ ღონისძიებების ფორმატში, რომელიც წარმოადგინეს, არ არსებობს. თუმცა, სერიოზული შენიშვნები ჰქონდათ ექსპერტებს ამ დარგის, საბანკო ექსპერტებს, რომელსაც მე ვიზიარებ, მაგრამ სამომავლოდ, შემდეგი, ხვალინდელი, ზეგინდელი დღისთვის, ჩვენს საზოგადოებას სტაბილური, ჩამოყალიბებული ურთიერთშეთანხმებული მოქმედებები სჭირდება მთავრობის მხრიდან და სავალუტო ფონდი ამ შეთხვევაში მიყვება ამ პრინციპს, ამ ხაზს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ საერთაშორისო სავალუტ ფონდის განცხადება შეაფასა, რომლის მიხედვითაც, IMF-ის მისია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკას.

კომენტარები