საქართველოს ბიუჯეტი

ხადური: რეკომენდაციით შემოვდივართ, წელს არ შევიძინოთ რბილი ავეჯი

ჩვენ რეკომენდაციით შემოვდივართ, მიმდინარე წლის განმავლობაში მინიმუმამდე დავიყვანოთ ადმინისტრაციული შენობების რემონტის ხარჯები, არ შევიძინოთ რბილი ავეჯი, მაქსიმალურად შევზღუდოთ ახალი ავტომობილების შეძენა, გარდა სპეციალური დანიშნულების სატრანსპორტო დანიშნულებისა. დაახლოებით 30%-ით შევამციროთ საწვავის ხარჯი, ეს არ შეეხება ოპერატიულ მანქანებს, რა თქმა უნდა. ამავე დროს, გთავაზობთ, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი მივლინებები. 20%-ით შემცირდეს წარმომადგენლობითი ხარჯი და, ამავე დროს, სასწავლო შვებულებები გამოვიყენოთ მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში და სასურველია, თუ მომწვევი მხარე აანაზღაურებს თუნდაც 80%-ს. ანალოგიური გვინდა, ვთხოვოთ იმ საბიუჯეტო ორგანიზაციებს, რომლებიც არ არის მთავრობის კონტროლქვეშ. ეს არის პარლამენტი, სასამართლო, ასევე მუნიციპალიტეტებს - მათ შორის, დედაქალაქის მერიას და აჭარის მთავრობას, რომ ანალოგიური შეზღუდვები გამოიყენონ.

განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კომენტარები