ლარის გაუფასურება

მუსხელიშვილი: ბიძინამ ლარი გაამყარა და IMF-მა თავისი განცხადებით გააუფასურა

ძლივს ბიძინამ ლარი გაამყარა, ამ დროს ჩამოდის სავალუტო ფონდი და თავისი განცხადებით ისევ აუფასურებს! მრავალი გაკვეთილია გამოსატანი ლარის ეპოპეისგან ყველასთვის. გაკვეთილი პირველი: ქვეყანას სჭირდება პასუხისმგებლური ლიდერი, რომლის ნათქვამი იმის თაობაზე, თუ რა არის მოსალოდნელი ხვალ და ზეგ, დამაჯერებელი ორიენტირი იქნება მოსახლეობისთვის და ბიზნესისთვის. გაკვეთილი მეორე: ექსპერტები უნდა გადაშენდნენ როგორც კლასი, რომელსაც ეკონომიკა და ფიზიკა ერთმანეთისგან ვერ გაურჩევიათ და არ ესმით სიტყვის ძალა. გაკვეთილი მესამე: როდესაც მარინა მუსხელიშვილი ამბობს, რომ მთავარი მიზეზი არის არა ხელისუფლების შეცდომები, არამედ რუსეთ-უკრაინის ამბები, უნდა დაუჯეროთ (და საერთოდ, რაც არ უნდა თქვას). გაკვეთილი მეოთხე: სამაგიეროდ ნაციონალების არასდროს არაფერი არ უნდა დაიჯეროთ.

წერს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი მარინა მუსხელიშვილი Facebook-ში. ცნობისთვის, დღეს ლარი სამი თეთრით გაუფასურდა.

კომენტარები