ოკუპირებული ტერიტორიები

ფოფხაძე: რუსეთთან დიპლომატიური მექანიზმები არაეფექტურია

რუსეთთან რომ დიპლომატიური მექანიზმები არაეფექტურია, ეს მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით არ ჩანს. რუსეთი ამ მეთოდებით ელაპარაკება მთელ მსოფლიოს, არა მარტო საქართველოს და უკრაინას, მთლიანად მსოფლიოს ელაპარაკება აბსოლუტურად დიპლომატიის ენის იგნორირებით და არანაირ ვალდებულებას რუსეთი არასდროს არ ასრულებდა, ეს პირველი შემთხვევა არ არის. ალბათ ჩვენ რაღაც დამატებითი რესურსი ამ სიტაციაში რომ გამოვძებნოთ, შეუძლებელია და ერთადერთი გამოსავალია ის, რომ მსოფლიო პოლიტიკური სტანდარტი უნდა შეიცვალოს. არიან მოძალადე ქვეყნები, არიან ტოტალიტარული ქვეყნები, არიან ქვეყნები, რომლებიც თავიანთ პოლიტიკურ ამბიციებს და ინტერესებს აყენებენ საერთაშორისო სამართალზე უფრო მაღლა, მსოფლიოს ასეთ ქვეყნებთან წინააღმდეგობა უჭირს და საქართველო ამ შემთხვევაში საერთოდ უძლურია რაიმე დამატებითი რესურსი გამონახოს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს მეთოდები ისევ რუსეთს დააზარალებს.

განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში რუსეთის მიერ დაწყებულ სამხედრო საველე წვრთნებთან დაკავშირებით.

კომენტარები