გუბაზ სანიკიძე

გუბაზ სანიკიძე: დენის ტარიფი უცხოეთში არსებული კორუფციის გამო არ მცირდება

ისეთი მყარი კორუფციული სისტემა დაგვხვდა, რომლის დანგრევას, როგორც ჩანს, დრო დასჭირდება... [კორუფცია] ქვეყნის გარეთ არსებობს, ნუ დამასახელებინებთ ქვეყნებს, სადაც ჩვენი წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰქონდათ ჩვენი ქვეყნისთვის არც თუ ისე სასიამოვნო და არც თუ ისე მომგებიანი ხელშეკრულებები დადებული. დენი უნდა ღირდეს 7-8 თეთრი, მაგრამ არ ღირს. ამას აქვს ძალიან ბევრი სუბიექტური და ობიექტური მიზეზი....

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ეროვნული ფორუმის ლიდერი გუბაზ სანიკიძე ელექტროენერგიის 7-8 თეთრამდე გაიაფების თაობაზე წინასაარჩევნო დაპირების შესახებ, ტელეიმედის გადაცემა რეაქციაში.

კომენტარები