სავალუტო კრიზისი

ტყემალაძე: მთავრობამ გააკეთა ის, რომ საქართველო არ ჩავარდა უარეს კრიზისში

მთავრობამ გააკეთა ის, რომ საქართველო არ ჩავარდა უარეს კრიზისში, ისეთ კრიზისში, ანუ ისეთ კრიზისში, როგორშიც ჩვენი მეზობელი ქვეყნები არიან. მაგალითისთვის შემიძლია ძალიან ბევრი ქვეყანა ჩამოგითვალოთ. აი ეს გააკეთა. რა თქმა უნდა კიდევ ბევრია გასაკეთებელი, იმასთან დაკავშირებით, რომ ამ კრიზისიდან უფრო რბილად გამოვიდეთ. სომხეთში, რუსეთში და უკრაინაში მძიმე სიტუაციაა, უკრაინაში ფაქტობრივად ომი მიმდინარეობს და ამ საომარ მდგომარეობაში მყოფი მეზობელი ქვეყნები რა თქმა უნდა იქნება ბევრად უფრო კრიზისულ სიტუაციაში. ეს კრიზისული მდგომარეობა გადმოეცემა ჩვენს ქვეყანას. 

განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძემ სავალუტო კრიზისის კომენტირებისას ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში

კომენტარები