საქართველოს პატრიოტთა ალიანსი

ინაშვილი: სააკაშვილი გეგმავს დიღმის ტრასაზე შემხვედრი ავტომანქანა დამეჯახოს

კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილი და არა ნაციონალური მოძრაობა, გეგმავს თავდასხმას ჩემზეც. უფრო სწორად გეგმავენ ავტოკატასტროფას, მე ერთი ასეთი ფაქტი აღვკვეთე 28 თებერვალს გეგმავდნენ, მქონდა უტყუარი ინფორმაცია მაგრამ ჩვენ არ წავედით ბათუმში და შესაბამისად ვერ მოახერხეს ამ ავტოკატასტროფის მოწყობა. გეგმავენ ამას დაახლოებით ერთი თვის ფარგლებში, იციან ჩემი მარშრუტი უსმენენ ჩემს ტელეფონს და იციან რომ ვმოძრაობ დიდი დიღმის მიმართულებით და სწორედ ამ ტრასაზე აპირებენ შემხვედრი ავტომანქანა დამეჯახოს, მინდა ვუთხრა მე ამ გეგმის ავტორებს და იმ კაცს რომელიც ხელმძღვანელობს ამ გეგმას და ახლა მისმენს ტელეეთერით, თქვენი არავის არ ეშინია და მიხეილ სააკაშვილს მაინც მოუწევს პასუხისგება ადრე თუ გვიან და ის აუცილებლად მის სიცოცხლეს დაასრულებს ციხეში

განაცხადა საქართველოს პატრიოტთა ალიანსის გენერალურდმა მდივანმა, ირმა ინაშვილმა ტელეკომპანია იმედში, გადაცემა იმედის კვირაში საუბრისას

კომენტარები