უდანაშაულობის პრეზუმფცია

მანჯავიძე: პირადად ვმუშაობ და მივაღწევ ცილისწამების შესახებ კანონის მიღებას

ნაციონალურმა მოძრაობამ თავის დროზე გააუქმა კანონი ცილისწამების შესახებ. მე პირადად ვმუშაობ ამ საკითხზე და აუცილებლად, რამენაირად, მივაღწევ ამ ხელისუფლებისგან იმას, რომ ეს კანონი მიღებულ იქნას, რომ ის უდანაშაულობის პრეზუმციის მასობრივი დარღვევა, რომელიც ადამიანის უფლებების ერთ-ერთი ცენტრალური უფლებაა, აღმოიფხვრას ამ ქვეყანაში, ერთხელ და სამუდამოდ. ეს პირველი. მეორე - ის ალარმისტული განწყობილებები რომელსაც მედია განუწყვეტლივ, ყოველგვარი მორალური ზღვარის და პასუხისმგებლობის გარეშე თესავს საზოგადოებაში, აბსოლუტურად მიუღებელია. მესამე - შავ-თერთრი სამყაროში არაფერი არ არსებობს. ყველაფერი, მოგეხსენებათ, ტონალობებში გადადის. არსებობს ძალიან უარყოფითი პროცესები მერიაში, არსებობს კარგიც. წარმოსახვა იმისა, რომ რაღაცა გვექცევა ქვეყანაში, ესეთი სიტყვების და ლექსიკის არანორმალურად ხშირად გამოყენება საზოგადოებაში თესავს ცრუ წარმოდგენებს.

აღნიშნა კოალიცია ქართული ოცნების წევრმა და საკრებულოში მმართველი გუნდის წარმომადგენელმა სოსო მანჯავიძემ რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში.

კომენტარები