პარლამენტის რიგგარეშე სხდომა

გაბაშვილი: ამ ქვეყანას აღარ ჰყავს აღარც პარლამენტი, აღარც მთავრობა

არ მეგულება მსოფლიოში არც ერთი დემოკრატიული პარლამენტი არც ერთი ნორმალური ქვეყნისა, რომელიც არ შეიკრიბებოდა და არ გამართავდა საგანგებო მსჯელობას შექმნილ ვითარებაზე. ვითარება ძალიან მძიმეა. აქ აპოკალიფსური სურათების ხატვაზე არ არის საქმე. ქვეყნის ეკონომიკა იმყოფება კოლაფსის მდგომარეობაში. საქართველოს ეკონომიკა 4 მილიარდით ნაკლებად გაიზარდა, ვიდრე უნდა გაზრდილიყო გეგმის მიხედვით. ბიუჯეტს წელს ასობით მილიონი ლარი მოაკლდება. ამ ვითარებაში პრეზიდენტი იწვევს პარლამენტის სხდომას და დეპუტატები და მთავრობა არ აპირებენ მოსვლას. ფინანსთა მინისტრი კი ბედავს, რომ პარლამენტის სხდომაზე მთავრობის გამოცხადებას და პროექტის წარდგენას, როგორ აპირებენ კრიზისიდან გამოსვლას, უწოდებს თოქშოუს. ასეთი შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება პარლამენტის მიმართ, პირველ რიგში, უნდა აწუხებდეს პარლამენტის თავმჯდომარეს და უმრავლესობას. ამ ქვეყანას აღარ ჰყავს არც პარლამენტი, არც მთავრობა. ამ ქვეყანას ჰყავს ერთი ოლიგარქი მმართველი, რომლის ნებაზეა დამოკიდებული ყველაფერი.

აღნიშნა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გოკა გაბაშვილმა, გადაცემა არჩევანში, პრეზიდენტის მიერ, ოპოზიციის მოთხოვნით, 13 მარტს დანიშნულ პარლამენტის რიგგარეშე სხდომასთან დაკავშირებით საუბრისას.

კომენტარები