გივი თარგამაძე

თარგამაძე: გადაწყვეტილებებს იღებს ახირებული, უტვინო, გაუნათლებელი ადამიანი

ძირითადად სამ მიმართულებას გამოვყოფდი. პირველი და ყველაზე მთავარი არის სრული უნიათობა. წარმოუდგენელია, როდესაც ყველა სეგმენტში, ყველა ინსტიტუტში, ყველა სტრუქტურაში დანიშნულმა ადმიანებმა არაფერი არ იციან არაფერზე... ფაქტია, იგივე მუნიციპალიტეტებში უმრავლესობამ ვერ გაიარა ტესტირება, რომელიც არ იყო ძალიან რთული და ისინი მუშაობენ მანიც ამ თანამდებობებზე... მეორე არის მათი გაუმაძღრობა და, შესაბამისად, კორუფცია. რატომ მოეჩვენათ, რომ ამ ყველაფრის წამალი შეიძლება იყოს რბილი ავეჯის არშესყიდვა? იმიტომ, რომ თვითონ საითაც მოუწევთ გული, თვითონ უნდათ, იყოს ბევრი რბილი ავეჯი, ბევრი ახალი მანქანა, ბევრი გარემონტებული შენობა, ფუფუნების საგნები, პრემიები და ა. შ. მიუხედავად იმისა, რომ ორი თვის მანძილზე გვესმის, რომ ეს აღარ მოხდება, ეს მაინც ხდება ტოტალურად, იმიტომ რომ ამაზე უარის თქმით შინაგანი საშუალებაც კი არ გააჩნიათ. და ალბათ, დამაგვირგვინებელი არის ის, რომ ეს ხალხი გადაწყვეტილებებს არ იღებს და აპრიორი იცის, რომ მათზე არაფერია დამოკიდებული. გადაწყვეტილებებს იღებს ივანიშვილი, რომელსაც არ გააჩნია არავითარი პასუხისმგებლობა, რომელიც კონსულტაციებს გადის ზვიგენთან, ზებრასთან, შავ სკაროსთან, თავის შინაგან სამყაროსთან, რომელიც ნიცშეს ეწინააღმდეგება, რეჟისურისკენ მიილტვის და ა. შ. ახირებული, თავკერძა, უტვინო, გაუნათლებელი ადამიანი. ეს არის შედეგი, რა თქმა უნდა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გივი თარგამაძე მთავრობის წარუმატებლობის მიზეზების შესახებ, ტელეკომპანია ტაბულას გადაცემა თეორემაში.

კომენტარები