რუსთავი 2

თოფაძე რუსთავი 2-ს: ციხეში არ მოხვდეთ ყველა, იმდენად არაობიექტურები ხართ

სანამ ჩაწერაზე მოხვალთ, ჯერ მკითხეთ, გაძლევთ თუ არა კომენტარს, ასე რომ მაწვებით. მე რუსთავი 2-თან ჩაწერაზე არ მოვდივარ, იმიტომ, რომ არ ხართ ობიექტურები. მე მზად ვარ, ღია ეთერში მოვიდე და ვილაპარაკო თქვენთან, რამდენიც გნებავთ, პირდაპირ ეთერში. და საერთოდ, არ მოხვდეთ ციხეში თქვენ ყველა, იმდენად არაობიექტურები ხართ.

უთხრა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ რუსთავი 2-ის ჟურნალისტს კითხვაზე, რა რეაქცია მოჰყვა კოალიციაში თოფაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის ამბობდა, რომ NATO ქართული ოცნების პრიორიტეტი არ არის.

კომენტარები