გიგი უგულავას საქმე

ბასილაია: ერთადერთი გზა გვრჩება - საკონსტიტუციო სასამართლო

საერთო სასამართლოების სისტემაში ჩვენ საერთოდ იმედიც კი არ გვაქვს. ხვალ შევიტანთ სააპელაციო საჩივარს, თუმცა, სააპელაციო სასამართლო ასეთი ტიპის საჩივრებთან დაკავშირებით, აბსოლუტურად არ მეტყველებს, საერთოდ განუხილველად ტოვებს... გიორგი უგულავამ მისცა მას შეფასება - სასამართლოები არის ყრუ ასეთ შემთხვევაში, როდესაც პოლიტიკური მოტივაცია აქვს სასამართლოს და პროკურატურას. გვრჩება ერთადერთი გზა, საკონსტიტუციო სასამართლოში წავიდეთ და გავასაჩივროთ. თუმცა, აქ არის ერთი პარადოქსი, იმდენად ცხადი რამის გასაჩივრება გვიწევს საკონსტიტუციო სასამართლოში, რაც ყოველგვარ ჯანსაღ ლოგიკას ცდება. ანუ სასამართლოს უნდა მოვთხოვოთ ნორმის განმარტება, რომელიც თავისთავად ცხადი და მკაფიოა, თუმცა, სხვა გზას არ გვიტოვებს საერთო სასამართლოები, სადაც პოლიტიკური მოტივაციით წარმართულ საქმეებზე შეუძლებელია სამართლის პოვნა.

განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში, გიგი უგულავასთვის წინასწარი პატიმრობის ხელმეორედ შეფარდებაზე.

კომენტარები