20:30

ივანიშვილი: კარგ წელიწადში დემოკრატიული ღირებულებების დაფუძნება ვიგულისხმე

ის, რასაც თქვენ მეუბნებით, რომ მესამე წელიწადს ვამბობდი და მეოთხე წელიწადს ვამბობდი კარგს, ამის საფუძველი მქონდა მხოლოდ ის, რომ ორი წლის განმავლობაში, ჩვენ მოვახერხებდით და დავაფუძნებდით ამ ფასეულობებს, ძირითადად ღირებულებებს დემოკრატიული სახელმწიფოების და ჩვენ ეს მოვახერხეთ და შევძელით. ეს მქონდა მხედველობაში სწორედ, რომ ეს მისცემს სტიმულს ეკონომიკას და ეკონომიკა იქნება კარგი მესამე წელიწადს, მეოთხე წელიწადს იქნება კარგი და შემდეგ წლებში კიდევ უფრო კარგი იქნება, თუ ჩვენ გონივრულად მოვიქცევით და კარგად დავგეგმავთ, კარგად გავაანალიზებთ, კარგად გავაცნობიერებთ სად ვართ და რა შეგვიძლია, და ვივლით ევროპის მიმართულებით.

განაცხადა ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა GDS-ის ეთერში, გადაცემა 20/30-ში.

კომენტარები