ციხის კადრები

გომელაური: ორგანიზატორებს უნდა გაეკონტროლებინათ და ჩვენებაზე ბავშვი არ შეეშვათ

მიუღებელია, ვერანაირად ვერ მივიღებ მე და ვგმობ, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს. არასრულწლოვანი ბავშვი არ უნდა მოხვდეს ასეთი დოკუმენტური ფილმების ჩვენებაზე და ვფიქრობ, ორგანიზატორებს უნდა გაეკონტროლებინათ, რომ დარბაზში ბავშვი, არასრულწლოვანი არ მოხვედრილიყო.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა რეგიონებში, არასრულწლოვნებისთვის დოკუმენტური ფილმის - სააკაშვილის სისხლიანი ქრონიკა - ჩვენება შეაფასა.

კომენტარები