მთავრობის ხარჯები

ნოდარ ხადური ავეჯის შეძენაზე: ასეთი ხარჯებისგან დაზღვეული არავინ არაა

მე მინდა გითხრათ, რომ ეს ავეჯი არის ადრე ნაყიდი და თავისთავად ცხადია, რომ ავეჯი საჭიროა იმისათვის, რათა ფუნქციონირება სახელმწიფო კანცელარიამ გააგრძელოს ნორმალურ ვითარებაში. თქვენ იცით, რომ იქ რემონტი მთავრდება და თავისთავად ცხადია, რომ ასეთი ხარჯებისგან არავინ არ არის დაზღვეული. შეძენილია და უნდა იყოს შეძენილი ავეჯი, რომელიც საჭიროა პრემიერმინისტრის და სხვა სამსახურების ფუნქციონირებისათვის.  

განაცხადა ფინანსთა მინისტრმა კანცელარიის მიერ 181 ათასი ლარის ავეჯის შეძენასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ ფინანსთა მინისტრმა ხარჯების შემცირების მიზნით სამინისტროებს რეკომენდაცია მისცა, არ შეეძინათ რბილი ავეჯი.

კომენტარები