შინაგან საქმეთა სამინისტრო

კალაძე შსს-ს განცხადებაზე: თუ დანაშაული იკვეთება, ყველამ უნდა აგოს პასუხი

უნდა დაიწყონ კვლევა შესაბამისმა სამსახურებმა, თუ სისხლის სამართლის დანაშაული იკვეთება, აუცილებლად, ყველა პირმა, ვინც ჩართული იყო ამ სიბინძურეში, უნდა აგოს პასუხი. არ აქვს მნიშვნელობა, ეს პარლამენტის წევრი იქნება, უბრალო მოქალაქე თუ მთავრობის წევრი. კანონი არის ყველასთვის ერთი და ჩვენ იმისთვის ვიბრძვით, რომ კანონის უზენაესობა დგას ყველასა და ყველაფერზე მაღლა.

განაცხადა ვიცეპრემიერმა კახი კალაძემ შსს-ს ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, შსს-ს თანამშრომელმა გივი თარგამაძეს ბაზაში დაცული მასალები გადასცა.

კომენტარები