21 მარტის აქცია

ივანიშვილი: რა ხდება, რას გიშავებთ ეს მთავრობა და რატომ უნდა გადადგეს?

რა ხდება, რას გიშავებთ ეს მთავრობა და რატომ უნდა გადადგეს? გარდა იმისა, რომ ნაციონალურ მოძრაობას, იმ მოძალადე ხელისუფლებას, რომელსაც ვთქვათ, აქვს ნებისმიერი მეთოდით დაბრუნების სურვილი და ყველანაირად ისევ სიცრუეს ავრცელებს, რომ ხელისუფლება არის უუნარო, უმოქმედო და ასე შემდგომ. და უუნარობაში ალბათ, საზოგადოებას მოვახსენებ, ის უნდა მიიჩნიონ, რომ მათ უამრავი სისხლი დაღვარეს იმ მოედანზე, სადაც გროვდებიან და იმ ადგილზე, სადაც ისინი აპირებენ დემონსტრირებას, დაარბიეს უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე. სხვა მათი ქმედებების შედეგებსაც შეგახსენებთ, როგორი წამებები იყო ციხეებში თუ გარეთ.

განაცხადა ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 21 მარტს, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით.

კომენტარები