კორუფცია

ივანიშვილი: შევარდნაძის კორუფციაზე მეტად სააკაშვილის კორუფცია იყო დამაქცეველი

ჩვენსავე საზოგადოებას შევახსენებ - შევარდნაძის ხელისუფლების პერიოდში იყო კორუფცია ყველა ფენაში, სააკაშვილის ხელისუფლების დროს ყვაოდა ელიტარული კორუფცია. რომელია აქედან უკეთესი? არცერთი არაა უკეთესი. ორივე უბედურებაა. მაგრამ მაინც ელიტარული კორუფცია უფრო დამაქცეველია კიდევ. იმიტომ, რომ ელიტარულ კორუფციას ახლავს ის ციხეები. ციხეები სჭირდებათ, რომ ბოლოსა და შუაში არ მოიპარონ. რომ ყველა ფული ამოვიდეს ზემოთ - პირამიდა შექმნეს. შევარდნაძის დროს მივიღეთ ერთი ტიპის კორუფცია, სააკაშვილის დროს კიდევ უარესი ტიპის კორუფცია, მაფიოზური ტიპის, ელიტარული. იმისთვის, რომ ეს ფული არ დაკარგულიყო შუაში და ბოლოში, ხალხი წელში გატეხეს და ციხეები ამოავსეს.

ექსპრემიერი და კვირის 2030-ის წამყვანი ბიძინა ივანიშვილი კორუფციაზე.

კომენტარები